სექსუალური შევიწროება

გაეროს თანამშრომლები სექსუალური შევიწროების შესახებ საუბრობენ

Getty Images

სექსუალური შევიწროების ფაქტები გაეროშიც ხდებოდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

სტატიაში, რომელიც გარდიანმა გამოაქვეყნა, გაეროს 15 თანამშრომელი საუბრობს მათ მიმართ ძალადობის შესახებ ბოლო 5 წლის განმავლობაში. 

მაგალითად, ერთ-ერთი ქალი, რომელიც გაეროს მისიაში, ერთ-ერთ "შორეულ" ქვეყანაში მუშაობდა, გამოცემასთან ანონიმურად ყვება, რომ ის გააუპატიურა კაცმა, რომელსაც გაეროში მაღალი პოზიცია ეკავა.

"სამართლის პოვნის გზა არსად არის. სამუშაოს დაკარგვაც მიწევს. დავკარგე ვიზა და სტრესის და ტრავმის გამო რამდენიმე თვე თერაპიას უნდა დავუთმო". გარდიანი წერს, რომ ქალს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დასჯაც ელოდება.  

ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უშვებს, რომ მსგავსი ფაქტები შესაძლოა მართლაც მომხდარიყო, მაგრამ როგორც გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერესი ამბობს, სექსუალური შევიწროების საკითხი მისთვის პრიორიტეტულია და ამ დანაშაულის მიმართ ტოლერანტობა ნულოვანი იქნება. გაერომ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს მსხვერპლი თანამშრომლების მხარდასაჭერად. 

2017 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლებმა სასამართლოს 31 შემთხვევაში მიმართეს, საჩივრების უმეტესობა სწორედ სექსუალურ შევიწროებას ეხებოდა.

კომენტარები