ინტერკონფესიური ურთიერთობები

ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსს ბოდბეში ქორეპისკოპოსმა იაკობმა უმასპინძლა

ქორეპისკოპოსი იაკობი და ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ჯუზეპე პაზოტო, ბოდბის მონასტერს სტუმრობდა, სადაც მას ბოდბელმა ეპისკოპოსმა, ქორეპისკოპოსმა იაკობმა უმასპინძლა.

ვიზიტის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა ქორეპისკოპოსის ოფიციალურმა facebook გვერდმა გაავრცელა. 

"2017 წლის 24-29 ნოემბერს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იმყოფებოდნენ ვაშინგტონში, სადაც გაიმართა ინტერ-რელიგიური შეხვედრები და საერთაშორისო კონფერენცია. დელეგაცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმოამდგენლებისგან შედგებოდა. ვიზიტი განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა.

ვაშინგტონში დაწყებული მეგობრული ურთიერთობების გაგრძელება იყო ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის - ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სტუმრობა ბოდბეში, მეუფე იაკობთან. მან მოილოცა წმინდა ნინოს საფლავი, დაათვალიერა წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე ტაძარი და ბოდბის დედათა მონასტერი", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები