ოკუპაცია

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ოკუპირებულ რეგიონებში 25 უბანი გაიხსნება

რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში 18 მარტის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ მთავრობის ვებ გვერდის მიხედვით, უბნები გაიხსნება სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, განთიადში, გუდაუთაში, ახალ ათონში, დრანდაში, ოჩამჩირეში, აგუძერასა და ტყვარჩელში. 

არჩევნების საკითხებთან დაკავშირებით რუსეთის ე.წ ელჩიმ სემიონ გრიგორიევი ოკუპირებული რეგიონის ე.წ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბასაც შეხვდა. 

საარჩევნო უბნების გახსნა იგეგმება რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშიც. აქ 15 იანვარს რუსეთის ე.წ ელჩი, მარატ კულახმეტოვი ცხინვალის ე.წ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. ბიბილოვმა ამომრჩევლებს მოუწოდა, მოიხადონ "სამოქალაქო ვალი". 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ცხრა საარჩევნო უბანი გაიხსნება; მათგან ხუთი ცხინვალში, დანარჩენი ოთხი კი ზნაურში, ჯავაში, ახალგორსა და სოფელ დმენისში. 

კომენტარები