ქალთა მარში 2018

ქალთა მარში 2018 - 1 წლის შემდეგ აშშ-ში კვლავ მსვლელობა იმართება

0 კომენტარი
ფოტო: Twitter

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალთა მხარდასაჭერი და ანტი-ტრამპ, რიგით მეორე მარში მიმდინარეობს. 

2017 წელს გამართული მსვლელობიდან 1 წლის შემდეგ, რომელში მონაწილეობაც 5-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო, ქალთა უფლებების მხარდამჭერი ამერიკელები კვლავ ქუჩებში გამოვიდნენ.

ერთი წლის წინ აქცია დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს გაიმართა. დემონსტრანტებმა ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიზოგინიური, ქალთა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააპროტესტეს. 

დონალდ ტრამპს მხარს არც 2018 წლის მარშის მონაწილეები უჭერენ. 

თავად ამერიკის პრეზიდენტი კი დემონსტრაციას ტვიტერით ასე გამოეხმაურა: 

"ქალთა მარშის გამო, ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ, ასე რომ, ის არ ცდუნდება". 

დემონსტრაცია შაბათს, 20 იანვარს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ნიუ იორკში, ვაშინგტონში, ლოს ანჯელესში, ჩიკაგოსა და ფილადელფიაში ერთდროულად დაიწყო. ის ხვალ, 21 იანვარსაც გაგრძელდება. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები