facebook

Facebook-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ, რომელია სანდო საინფორმაციო წყარო

0 კომენტარი
ფოტო: Mark Zuckerberg

ფეისბუქის News Feed სანდო ახალი ამბების საიტებს პრიორიტეტს მიანიჭებს. ხოლო იმას, თუ რომელი წყაროა სანდო და რომელი დეზინფორმატორი, მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ. 

ამის შესახებ ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა თავის გვერდზე დაწერა. მან News Feed-ში (სიახლეების გვერდზე) დაგეგმილი ცვლილებების შესახებ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, შემდეგ კი სიახლეების თავდაპირველი ვერსია ოდნავ შეცვალა და ხელახალი განმარტება გააკეთა. 

გასულ კვირას მან თქვა, რომ მალე News Feed-ში ბიზნესების, ბრენდების და მედია საშუალებების პროდუქტი ნაკლებად გამოჩნდება და მის ნაცვლად უპირატესობა ოჯახებს და მეგობრებს შორის მიმოწერას მიენიჭება. "ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია მომხმარებლისაგან, რომ ბიზნესების, ბრენდების და მედია საშუალებების პოსტები განდევნის მათ პერსონალურ მომენტებს [News Feed-იდან]", -წერდა ის. 

თუმცა, ამ განცხადების გამო კომპანიის ფასი 4,5%-ით, ანუ 3,3 მილიარდი ლარით შემცირდა. 

მისი ბოლო განმარტებით კი, Facebook-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, წყაროები უნდა აირჩიონ. ​მისი თქმით, ეს ყველაზე ობიექტური გამოსავალი იქნება. 

Facebook-ი  ამა თუ იმ წყაროს სანდოობას მომხმარებლების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ხმების მიხედვით შეაფასებს და ჩამოაყალიბებს რეიტინგს, რომლის ლიდერებიც სიახლეების ზოლში მოხვდებიან.

მსოფლიოში მეტისმეტად დიდია სწრაფვა სენსაციებისადმი და ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. სოციალური მედია საშუალებას აძლევს ხალხს, ინფორმაცია გაავრცელოს იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე. ამიტომ, თუ ახლა არ გამოვრიცხავთ პრობლემებს, ჩვენ მათ გავაძლიერებთ", - ამბობს მარკ ცუკერბერგი.

მისივე თქმით, News Feed-ში ახალი ამბების რაოდენობა ამჟამინდელი 5%-დან 4%-მდე შემცირდება. 

2016 წელს Facebook-ს ახალი ამბების ორგანიზაციებთან მშფოთვარე ურთიერთობა გქონდა, განსაკუთრებით პოლიტიკურ მედიასთან. მაშინ კონსერვატორული მედიები ამბობდნენ, რომ სოციალური ქსელი მათ "ხმას ახშობდა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები