აშშ

აშშ-ის ფედერალური უწყებების მუშაობა ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის გამო შეჩერდა

The Guardian

აშშ-ის სენატში მიგრაციის პოლიტიკაზე უთანხმოების გამო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ჩავარდა.

დაფინანსების არარსებობის გამო 20 იანვარს სახელმწიფო უწყებების მუშაობა შეჩერდა. მუშაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სენატში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტია შეთანხმებას მიაღწევენ.

ამ დრომდე უწყებების თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში არიან, ხოლო თეთრის სახლში შესულ ზარებს ავტომოპასუხე პასუხობს, რომელიც მოქალაქეებს აცნობებს, რომ სენატში დემოკრატებმა მთავრობის დაფინანსების საკითხი მძევლად აიყვანეს, მათ შორის არმიის და ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსებაც, რისი მიზეზიც მიგრაციის საკითხზე შეუთანხმებლობა გახდა.

უთანხმოება იმ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის გეგმას მოჰყვა, ვინც აშშ-ში მაშინ გადავიდნენ, როდესაც არასრულწლოვნები იყვნენ. ე.წ. Dreamers-ის პროგრამა მათ დეპორტაციისაგან იცავდა და დროებით ლეგალურ სტატუსს ანიჭებდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პროგრამის გაუქმება სურს, რაც 700 000-მდე ადამიანს შეეხება.

ტრამპმა Twitter-ზე დემოკრატები ბიუჯეტის პროექტის განზრახ ჩაგდებაში დაადანაშაულა. მისი თქმით ისინი ამერიკელების ინტერესებზე წინ მიგრანტებს აყენებენ. თეთრი სახლის წინ და რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება.

ბიუჯეტის დამტკიცებამდე მხოლოდ უსაფრთხოების, საფოსტო, სამედიცინო, სტიქიური უბედურების დახმარების, საჰაერო სივრცის კონტროლის, სასჯელთაღსრულების და ელექტროენერგიის სამსახურები იმუშავებენ.

კომენტარები