შუა აღმოსავლეთი

მაიკ პენსი იორდანიასა და ისრაელში ვიზიტამდე ეგვიპტეში ჩავიდა

WHDH

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა შუა აღმოსავლეთში სამდღიანი ვიზიტი დაიწყო. თავდაპირველად ის ეგვიპტეში ჩავიდა, სადაც აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ეგვიპტის ბრძოლაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. პენსმა ეგვიპტის ლიდერს, აბდელ ფატაჰ ელ სისის უთხრა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირი ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. 

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ეგვიპტის ლიდერს ისრაელის დედაქალაქის შესახებაც ესაუბრა და შეეცადა დაერწმუნებინა, მხარი დაეჭირა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისთვის იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ. 

ეგვიპტის გარდა, მაიკ პენსი იორდანიასა და ისრაელშიც ჩავა. 

ეს აშშ-ის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია შუა აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან გადატანის შესახებაც განაცხადა. 

იორდანიამ აღმოსავლეთ იერუსალიმის ნაწილი და დასავლეთ სანაპირო 1967 წელს, ისრაელისა და გაერთიანებული არაბული ქვეყნების ექვსდღიანი ომის დროს დაკარგა. 

მაიკ პენსი აღმოსავლეთის ტურს ისრაელში ვიზიტით დაასრულებს. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ასევე ისრაელის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და დასავლეთის კედლის მონახულებას გეგმავს. 

მაიკ პენსს პალესტინელ ლლიდერებთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს. ისინი შეაშფოთა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების შესახებ, ვინაიდან ამან თავდაყირა დააყენა აშშ-ის მრავალწლიანი პოზიცია, რომ ქალაქის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. 

კომენტარები