ქალთა მარში 2018

სკარლეტ იოჰანსონის გამო ქალთა მარშს პალესტინელმა ქალებმა ბოიკოტი გამოუცხადეს

Getty Images

იმის გამო, რომ ქალთა მარშზე სიტყვით ებრაული წარმოშობის მსახიობი სკარლეტ ოჰანსონი გამოვიდა, პალესტინის მხარდამჭერმა ადამიანებმა დემონსტრაცია ბოიკოტის ნიშნად დატოვეს. 

მალევე პალესტინელ ქალთა ასოციაციამ ფეისბუქზე განცხადებაც გამოაქვეყნა და მიზეზი დეტალურად განმარტა:

"იოჰანსონი მხარს უჭერს უკანონო დასახლებების არსებობას დასავლეთ სანაპიროზე. მისთვის პალესტინელების ხმა და მათი უფლებები არაფერს ნიშნავს".

მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი წარსულში ებრაული კომპანია SodaStream-ის სპიკერი იყო. ორგანიზაციის ძირითადი ქარხანა ისრაელის დასავლეთ ნაწილში მდებრეობდა. ის ნეგევის უდაბნოში 2015 წელს აშენდა და მასში 1400 ადამიანია დასაქმებული, მათი ერთი მესამედი არაბები არიან. ქარხანაში ასევე მუშაობდა 70 პალესტინელი.  

Soda Stream-ში დასაქმების გამო, სკარლეტ იოჰანსონმა უარი თქვა ყოფილიყო საქველმოქმედო კომპანია Oxfam-ის კეთილი ნების ელჩი, რომელიც ისრაელის დასავლეთ სანაპიროზე დასახლებებს ბოიკოტს უცხადებს.

"მიუხედავად იმისა, რომ მისი [იოჰანსონის] პოზიცია ქალთა მარშზე აქციების ყველა ორგანიზატორისთვის მისაღებია, პალესტინელ ქალთა ასოციაცია ვერ შეძლებს, იყოს კარგი პარტნიორი ორგანიზაციისა, რომელიც თავს ვერ ართმევს, ჭეშმარიტად და გააზრებულად გააცნობიეროს, რომ მათ მიერ შერჩეული სპიკერი მათსავე მთავარ სათქმელს ეწინააღმდეგება", - აცხადებს პალესტინელ ქალთა ორგანიზაცია.  

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალთა მხარდასაჭერი და ანტი-ტრამპ, რიგით მეორე მარში გაიმართა.

2017 წელს გამართული მსვლელობიდან 1 წლის შემდეგ, რომელში მონაწილეობაც 5-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო, ქალთა უფლებების მხარდამჭერი ამერიკელები კვლავ ქუჩებში გამოვიდნენ.

ერთი წლის წინ აქცია დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს ჩატარდა. დემონსტრანტებმა ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიზოგინიური, ქალთა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააპროტესტეს. დონალდ ტრამპს მხარს არც 2018 წლის მარშის მონაწილეები უჭერენ. 

კომენტარები