საგარეო ვაჭრობა

საქართველო ხორბლის 99.5%-ს რუსეთიდან ყიდულობს

Getty Images

2017 წელს საქართველოში $98 მილიონის ღირებულების 512 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რისი 99.5%-იც საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან იყიდა. 

ხორბლის იმპორტის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, ამავე ანგარიშის მიხედვით, ხორბლის იმპორტში რუსეთის წილი უფრო მაღალი იყო 2016 წელს და ის 99.8%-ს შეადგენდა.

ხორბალი ნავთობის შემდეგ მეორე უმსხვილესი პროდუქტია, რასაც საქართველო რუსეთიდან ყიდულობს. უფრო დეტალურად რუსეთის ხუთი უმსხვილესი სავაჭრო საქონელი საქართველოში ასე გამოიყურება:

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2017 წელს:

  1. ნავთობი - $134 მილიონი დოლარი, 237 ათასი ტონა;
  2. ხორბალი - $97.5 მილიონი დოლარი, 512 ათასი ტონა;
  3. მობილური ტელეფონები - $37 მილიონი დოლარი;
  4. ბუნებრივი აირი - $32 მილიონი დოლარი, 104 ათასი ტონა;
  5. მზესუმზირის ზეთი - $28.9 მილიონი დოლარი, 32 ათასი ტონა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ხორბლის იმპორტი 12%-ით გაიზარდა. 

კომენტარები