თბილისის მერია

კალაძე ააშენებს ესტაკადას, რომელზეც ნარმანიამ 87 ხის გადარჩენის მოტივით უარი თქვა

flickr.com

"ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი არის 87 ხე- მცენარის შენარჩუნება", - 2017 წლის 14 ივნისს თქვა თბილისის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ. 

ახალმა მერმა კი 87 ხის გადარჩენას საგზაო მოძრაობის განტვირთვა ამჯობინა. თბილისის მერიამ ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია.

ესტაკადით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ მოძრაობა კონფლიქტური წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და საკონფლიქტო წერტილების გარეშე გაივლის ყაზბეგის ქუჩიდან იყალთოს გვირაბისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩრდილო კიდეზე გამავალი ტრასის სიგრძე
ესტაკადის ჩათვლით 245 მ-ია. აქედან ასასვლელი პანდუსი 88 მ, ესტაკადა 26 მ და
ჩამოსასვლელი პანდუსი 131 მ.


ფოტო: ტენდერები

კომენტარები