იაპონია

იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევისგან წარმოქმნილმა ზვავმა მსხვერპლი გამოიწვია

Reuters

ცენტრალურ იაპონიაში კუსაცუს მახლობლად მდებარე კუსაცუ-შირანეს ამოფრქვევამ ზვავი წარმოშვა.

დაიღუპა ერთი იაპონელი სამხედრო, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა. დაშავდა 11 ადამიანი. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

იაპონიის მედიის ინფორმაციით ვულკანიდან ერთი კილომეტრის რადიუსში ქვები ცვივა.

ვულკანთან ახლოს მდებარე ზამთრის კურორტზე მოსახლეობა და დამსვენებლები ვულკანის მოსახლოდნელი გააქტიურების თაობაზე გააფრთხილეს. მთის მწვერვალზე 78 მოთხილამურეა ჩარენილი. მათი ევაკუაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

კომენტარები