მდინარე მტკვრიდან კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობები ამოიღეს

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, მდინარე მტკვრიდან კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობები ამოიღეს. ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - სამწევრისისა და ურბნისის მიმდებარე ტერიტორიაზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, მდინარე მტკვრიდან კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობები - საბურავებით აწყობილი მახეები ე.წ. "ოჩხები" ამოიღეს. კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობებიდან ამოღებული ცოცხალი თევზები, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადგილზე, მდინარეში დააბრუნეს." - წერია განცხადებაში.

სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გადაეგზავნება. 

კომენტარები