საცობები თბილისში

კალაძე: თბილისში საცობების შესამცირებლად რამდენიმეეტაპიან სამუშაოს ვგეგმავთ

თბილისის მერია

თბილისის მერია ქალაქის საცობებისგან განტვირთვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით, რამდენიმეეტაპიანი სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რამდენიმეეტაპიანი სამუშაოების განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება-რეაბილიტაციისკენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული შეზღუდვების შემოღებისკენ. ვგეგმავთ, როგორც მეტროს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას, იმისთვის, რომ გადაადგილების დრო შევამციროთ, ასევე, გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა. ჩვენ ასევე, ვაპირებთ ავტობუსების პარკის განახლებას. გვინდა, რომ არსებული ყვითელი ავტობუსები ახალი, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩავანაცვლოთ. ვგეგმავთ, ავტობუსების სპეციალური ზოლების - ე.წ. ბასლაინების მოწყობასაც.“ - ამბობს კალაძე.

თბილისის მერის თქმითვე, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის დასუფთავების მანქანები სპეციალური გრაფიკით იმოძრავებენ, ასევე მოხდება მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია და სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმების განსაზღვრა.

კომენტარები