გიორგი გიორგანაშვილის საქმე

მწერლები "ბახალას" საქმეზე: ქართულმა სასამართლომ დემონსტრაციულად გამოიჭრა ყელი

facebook.com/baxalastvis

ქართველი მწერლები გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ, 23 იანვარს, მოსამართლემ 8 წელი მიუსაჯა საქართველოს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს. სულ რამდენიმე დღის წინ კი მოსამართლემ გირაოთი გამოუშვა სამი ადამიანის სასიკვდილოდ გამმეტებელი ადამიანი.

ქართული სასამართლო არ არსებობს, მან დემონსტრაციულად გამოიჭრა ყელი. სამაგიეროდ, ზედმეტად არსებობს ძალოვანი უწყებები, რომელთა წმინდა მისია მოქალაქეების ცემა-ტყეპა, ნაცემი ადამიანის დისკრედიტაცია, ნარკოტიკების ჩადება და შანტაჟია.

ჩვენ გვახსოვს, ძალოვნების აბსტრაქტული მუნდირის შებილწვის გამო ნარკოტიკი როგორ ჩაუდეს „ბირჟა მაფიას“ წევრებს და ახალგაზრდა ბიჭები 20-წლიანი ციხისთვის გაამეტებინეს ამორალურ მოსამართლეს.

ჩვენ გვახსოვს, რომ ძალოვნებმა და მოსამართლეებმა მომავალი გაუუქმეს ახალგაზრდებს და რომ არა სახალხო პროტესტი, 20 წელს სინდისის შეუწუხებლად მოახდევინებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ახალგაზრდა, უდანაშაულო ადამიანებს.

ჩვენ გვახსოვს, სისტემამ როგორ აღიარა, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს „ბირჟა მაფიას“, მაგრამ დღემდე ერთი კაციც არ დასჯილა.

ჩვენ გვახსოვს, რომ გუშინ, 23 იანვარს, სისტემამ ნარკოტიკი ისევ ჩაუდო უდანაშაულო, კანონმორჩილ ადამიანს და მას მომავალი გაუუქმა.

ჩვენ გვახსოვს, რომ საქმე ნარკოტიკებში კი არა, ჩადების პრაქტიკაშია და თუ სისტემას არ მოეწონები, მეგობრის ცხედარს აღმოგიჩენენ გულისჯიბეში. ამიტომაც ვამბობთ: ჩადების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს და ეს მოძალადე სისტემა უნდა ამოყირავდეს!

გუშინ, 23 იანვარს, მოსამართლემ 8 წელი მიუსაჯა საქართველოს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს. და ამ წამიდან საქართველოს ყველა კანონმორჩილი და 8-წელმისჯილი მოქალაქე ვალდებულია, გამოვიდეს ქუჩაში და ”უროთი დაანგრიოს“ მოძალადე, ცილისმწამებელი და რეგრესული სისტემა".

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი;
  • გვანცა ჯობავა, გამომცემელი;
  • შოთა იათაშვილი, პოეტი;
  • ნინია მაჭარაშვილი, გამომცემელი;
  • ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი;
  • ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი;
  • მაია კუდავა, გამომცემელი;
  • ქეთი ქანთარია, მთარგმნელი;
  • დავით გორგილაძე, მწერალი;
  • ზვიად რატიანი, პოეტი;
  • ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი;
  • პაატა შამუგია, პოეტი;
  • დავით სამნიაშვილი, მწერალი;
  • ივა ფეზუაშვილი, მწერალი;
  • თინა მამულაშვილი, გამომცემელი;
  • ტორესა მოსი, მწერალი;
  • არჩილ ქიქოძე, მწერალი;
  • გიორგი მაისურაძე, მწერალი;
  • გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი;
  • ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი;
  • კატო ჯახავიშვილი, პოეტი;
  • ბექა ქურხული, მწერალი;
  • დიანა ანფიმიადი, პოეტი;
  • ნატო ინგოროყვა, მწერალი;
  • ბაჩო კვირტია, მწერალი;
  • დათო ქარდავა, მწერალი;
  • რატი ამაღლობელი, პოეტი;
  • ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე;
  • ჯაბა ზარქუა, მწერალი;
  • შალვა ბაკურაძე, პოეტი;
  • დალილა გოგია, მთარგმნელი;
  • ირაკლი ლომოური, მწერალი;
  • ნინო ბექიშვილი, მთარგმნელი;
  • თემურ ჩხეტიანი, პოეტი;
  • ეკა ქევანიშვილი, პოეტი;
  • ზურა აბაშიძე, მწერალი;
  • ფარნა-ბექა ჩილაშვილი, მთარგმნელი;
  • მაკა ლდოკონენი, მწერალი;
  • ნინო სადღობელაშვილი, მწერალი;
  • ლაშა ბუღაძე, მწერალი;
  • თამარ ბაბუაძე, მთარგმნელი;
  • ხათუნა თავდგირიძე, მწერალი;
  • შორენა შამანაძე, მთარგმნელი;
  • დავით რობაქიძე, პოეტი;
  • ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი;
  • ზურაბ პაპიაშვილი, მწერალი;
  • ლუკა ბაქანიძე, მწერალი;
  • თამარ კვიჟინაძე, მთარგმნელი;
  • თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი;
  • მალხაზ ხარბედია, ლიტერატურის კრიტიკოსი.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0,3726 გრამი) ბუპრენორფინის შეძენა-შენახვისთვის (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი) ჰქონდა წარდგენილი. მუხლი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციელებმა დასჯის მიზნით "ჩაუდეს". მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაც გაიმართა.

გუშინ ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გიორგანაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თეთრი ხმაურის მოძრაობამ, 25 იანვარს 17:00-ზე მთავრობის კანცელარიის წინ აქცია დააანონსა.

კომენტარები