თბილისის მერია

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო, ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო, ამაღამ, 00:00-დან 07:00 საათამდე, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება. 

"დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს, 00:00-დან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

კომენტარები