ნარკოპოლიტიკა

ქართული ოცნების დეპუტატი ბახალაზე: წაყენებული მუხლიდან მინიმალური რატომ მიუსაჯეს?

იმედი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი გიორგი გიორგანაშვილის [ბახალას] დაკავებას გამოეხმაურა. გიორგანაშვილს 23 იანვარს საქალაქო სასამართლომ 0,3726 გრამი სუბუტექსის პირადი ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წილოსანი საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ მისთვის გაუგებარია "წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს" გიორგი გიორგანაშვილს.

"საინტერესო, საოცარი და გენიალური საზოგადოება ვართ და რაც მთავარია ყველაფერში პროფესიონალურად გათვითცნობიერებული. თან გვიკვირს ნარკომანიის მიმართ რომანტიული განწყობები რატომ არის და ამდენი ნარკოდამოკიდებული რატომ ყავს ქვეყანას. გავიგეთ ბახალა სახელი და უცბად აჭრიამულდა საზოგადოება, ოღონდ არც კი ვიცით რისთვის მიუსაჯეს 8 წელი. თუ 45 აბი (400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა ან ის 843 აბი მძღოლს რომ გამოატანა დიდი მარაგების გასაკეთებლად სჭირდებოდა. მაგრამ არა, ეს შინაარსი ვის აინტერესებს ან კიდევ უარესი თუ დაინტერესდით და მაინც ესეთ ამბავში ხართ მე პირადად საწინააღმდეგო კითხვა გამიჩნდა - წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს, მუხლი ხომ 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა?!

P.S და კიდევ, შედარებები რომ მოყავთ სამი კაცის დამჭრელს, ერთი ადამიანის დამჭრელს იგივე როგორ მიესაჯაო, აი აქ ჩანს ზუსტად როგორი რომანტიული დამოკიდებულება გვაქვს ნარკოგამსაღებლების მიმართ და რომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიმძიმეს რასაც ნარკოგამსაღებელი ქვია" - წერს ნინო წილოსანი Facebook გვერდზე.

კომენტარები