სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის სააგენტომ "კარფურში", სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "თბილისი მოლში“, კარფურში არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენდვიჩების განყოფილების არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე პირის შესაძლო ინტოქსიკაციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა. 

სააგენტოს ინფორმაციით, "შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება". 

კომენტარები