კომპანიებს სებ-ის რეგისტრაციის გარეშე 20-ზე მეტი პირისგან თანხის მოზიდვა აეკრძალათ

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

2018 წლის 11 მარტიდან, მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა მათ შორის, სესხის მიღება. აღნიშნული აკრძალვა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში წერია. 

ამ ცვლილებებით ასევე იკრძალება პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება, თუ საქმიანობას ახორციელებს ეროვნული ბანკის მიერ არარეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო-სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის არმქონე პირი. 

ეს დედოლარიზაციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შემცველი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია.

დედოლარიზაციის კანონმდებლობა ძალაში 2017 წლის 13 იანვარს შევიდა. ამ საკანონმდებლო პაკეთით ქვეყანაში სესხების საპროცენტო განაკვეთზე ერთიანი ლიმიტი დაწესდა 100%-ის ოდენობით, აიკრძალა 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა, აიკრძალა რეკლამირებისას ქონების/მომსახურების საფასურის დოლარში მითითება. ასევე, ძალაში შევიდა სესხების "გალარების" ნორმები, რომლითაც მოქალაქეებს დოლარში აღებული იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა შეეძლოთ, რისთვისაც მთავრობა მათ სპეციალურ სუბსიდიას აძლევდა. "გალარების" აქციით $80 მილიონი დოლარის ღირებულების სასესხო პორტფელი გალარდა.

კომენტარები