Big Little Lies

სერიალის Big Little Lies მე-2 სეზონში მერილ სტრიპი ითამაშებს

Variety

მერილ სტრიპი სერიალის "დიდი პატარა ტყუილების" (Big Little Lies) მეორე სეზონს შეუერთდება. ინფორმაცია HBO-მ დაადასტურა. 

მერილ სტრიპი პერი რაითის დედის, მერი ლუიზა რაითის როლს ითამაშებს. 

Big Little Lies მეორე სეზონში შვიდი სერია იქნება. თუმცა, უცნობია, კონკრეტულად როდის დაბრუნდება სერიალი ეთერში. 

Big Little Lies სერიალია ოჯახში ძალადობის შესახებ. მისი პროდიუსერები ნიკოლ კიდმანი და რიზ უიზერპურნი არიან. სერიალმა 4 ოქროს გლობუსი და 8 ემი მიიღო.  

კომენტარები