სურსათის ეროვნული სააგენტო

გურჯაანის ბაზარში ხორცის და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

https://storybuilder.jumpstart.ge/

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებულ ხორცის და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათმა ინსპექტორებმა აგრარულ ბაზარში ჩატარებული შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

"ამის გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგება. აგრეთვე, გადამოწმებისას, მითითებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა თელავის  აგრარული ბაზარი" - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები