სუმო

ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო 

Taichai

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე უმაღლესი ლიგის ყველაზე მძიმეწონოსანი სუმოისტი (215 კგ), მონღოლი იჩინოჯო დაამარცხა. 

ამით ტოჩინოშინის ბალანსზე 13 ბრძოლიდან მე-12 გამარჯვება გაიფორმა და საიმპერატორო თასზე ბრძოლაში ლიდერია. 

ტოჩინოშინს კიდევ 2 ბრძოლა აქვს ჩასატარებელი. იმ შემთხვევაში, თუ ორიდან 1 ბრძოლაში მაინც გაიმარჯვებს, ლევან გორგაძე ბაშოს ჩემპიონი გახდება. 

სუმოს ისტორიაში იშვიათია, როდესაც საიმპერატორო თასს დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენელი იგებს. 

ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაში ტოჩინოშინი რანგით დაწინაურდება. მისი რანგი ახლა მეაგარიშაა. ტოჩინოშინს აქვს შანსი, 2 საფეხურით დაწინაურდეს და სეკივაკე გახდეს. სეკივაკე ​სუმოს ყველაზე მაღალი რანგის, იოკოძუნას შემდეგ მესამეა. 


ფოტო: Sumo Talk

კომენტარები