ნიუ-იორკში ორი უკრაინელი ხელოვანის მიერ ტყვიებით შექმნილი ნამუშევრების სერია "ომის ხუთი ელემენტი" გამოიფინა.
სერიაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ორმეტრიანი პორტრეტიცაა.
ნამუშევრები უკრაინაში 2014 წელს მაიდნის რევოლუციის დროს შეგროვებული ტყვიებით არის შექმნილი. დენიელ გრინი და დარია მარჩენკო საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. გრინის თქმით მისი რამდენიმე მეგობარი დაპირისპირებების დროს დაიღუპა და სწორედ ამან მისცა ტყვიებით ამ ნამუშევრების შექმნის იდეა.
მათ პუტინის პორტრეტი 2015 წელს საკუთარი და მეგობრების მიერ შეგროვებული ტყვიებით შექმნეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მათ ტყვიები ათასობით ადამიანმა გამოუგზავნა.
ავტორების თქმით სერია მნახველისათვის ომის საშინელებების შეხსენებას ემსახურება და მათ სჯერათ, რომ უკრაინაში მომხდარ ძალადობაში ბრალი პუტინს მიუძღვის.
გამოფენა 4 თებერვლამდე გაგრძელდება.