მიხეილ სააკაშვილი

კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა

Unian

კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. მას საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე სახლიდან გასვლა ეკრძალება. 

ის, გამოძახების შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში ან სასამართლოში, ასევე ,პროკურორის ნებართვის გარეშე არ აქვს კიევის დატოვების უფლება. 

არ არის ცნობილი, იქნება თუ არა სააკაშვილი ვალდებული, ელექტრონული სამაჯური ატაროს. 

მიხეილ სააკაშვილი კიევში 5 დეკემბერს დააკავეს და ბრალად დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის დაფარვა წარუდგინეს.

თუმცა, კიევის პეჩორის სასამართლომ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც უწყების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 

კომენტარები