უბედური შემთხვევა

რიკოთის გვირაბთან მომხდარ ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

რიკოთის გვირაბთან მომხდარ ავტოავარიას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები და მათი ნათესავები არიან, მათ შორისაა ორი არასრულწლოვანიც.

შსს-ს ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი დაკავებულია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები