რუსეთი

მოსკოვში, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, ალექსეი ნავალნი დააკავეს

Reuters

მოსკოვში პოლიციამ ალექსეი ნავალნი დააკავა, რომლის ორგანიზებით დღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში აქციები იმართება.

ოპოზიციის ლიდერმა დაკავების შესახებ Twitter-ზე თავად დაწერა:

„მე დამაკავეს. ეს არაფერს ნიშნავს. მოდით ტვერსკაიას ქუჩაზე. თქვენ ჩემთვის არ მოდიხართ, მოდიხართ თქვენთვის და თქვენი მომავლისთვის“ - დაწერა ნავალნიმ.

მანამდე, პოლიცია ნავალნის მოსკოვის ოფისში იმყოფებოდა, საიდანაც პროტესტის ონლაინ ტრანსლირება ხდებოდა. ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დირექტორის თქმით, პოლიციამ ლაივის ერთერთი წამყვანი ტელეფონში ბომბის ქონაში დაადანაშაულა.

რუსეთის სხვადასხვა ქალაქში აქციები 18 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის მოწოდებით იმართება. აქციებს სანქცია არ მისცევს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, თუმცა ნავალნიმ მხარდამჭერები ორივე ქალაქში მაინც გამოიყვანა.

ალექსეი ნავალნის რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. უარის თქმის მიზეზად კომისიამ ნავალნის ნასამართლეობა დაასახელა. 2009 წელს ნავალნი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. მაშინ ის კიროვის ოლქის გუბერნატორის მოადგილე იყო. ნავალნის 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა საბოლოო სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა.

კომენტარები