დონალდ ტრამპი

ტრამპი: ვინმემ გადაეცით ჯეი ზის, რომ შავკანიანთა უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა!

AP

"ვინმემ გადაეცით ჯეი ზის, რომ ჩემ მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურებით, შავკანიანთა უმუშევრობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა!", - საკუთარ Twitter-ზე წერს დონალდ ტრამპი.

გრემის მფლობელმა რეპერმა ჯეი ზიმ CNN-ის ეთერში დონალდ ტრამპი აფრიკის ქვეყნებისთვის ნაგვის (Shithole) წოდებისთვის გააკრიტიკა. ჩანაწერი იმისა, თუ როგორ უწოდებს ტრამპი აფრიკას ნაგავს არ არსებობს და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 11 იანვარს, თეთრ სახლში აფრიკის კავშირის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. მას შემდეგ თეთრი სახლი კატეგორიულად უარყოფს, რომ ტრამპმა აფრიკას მართლაც უწოდა ნაგავი, თუმცა თეთრი სახლი აღიარებს, რომ ტრამპმა შეხვედრაზე "მკაცრი ლექსიკა" (strong language) მართლაც გამოიყენა.

აშშ-ის დასაქმების ფედერალური სტატისტიკის მიხედვით, აფროამერიკელთა შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 6.8%-ზეა, რაც 1972 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც უწყებამ რასობრივ ჭრილში დაიწყო უმუშევრობის სტატისტიკის წარმოება მინიმალური მაჩვენებელია.

 

კომენტარები