საქართველო-ლიტვა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შესრულდა ლიტვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი და საულიუს სკვერნელისი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც, მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ორი ქვეყნის პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება. 

ხვალ, 30 იანვარს, ლიტვის პრემიერმინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე - ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.

"საულიუს სკვერნელისი ს ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს. ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს" - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები