ავღანეთი

ქაბულში არმიის ბაზაზე ISIS-ის თავდასხმას 5 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე სამხედრო აკადემიასთან არსებულ ავღანეთის ეროვნული არმიის ბაზას თავს შეიარაღებული მებრძოლები დაესხნენ. დაიღუპა სულ მცირე 5 სამხედრო და დაშავდა 10. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით ისმოდა აფეთქებების და სროლის ხმა.

5 თავდამსხმელიდან ორმა თავი აიფეთქა, ორი მოკლეს და ერთი დააკავეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

შეგახსენებთ, რომ ქაბულში შაბათს სასწრაფო მანქანის აფეთქებას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტრზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

კომენტარები