თურქეთი

თურქეთში “ტერორიზმის პროპაგანდის” ბრალდებით 311 ადამიანი დააკავეს

bianet.org

თურქეთში “ტერორიზმის პროპაგანდის” ბრალდებით 311 ადამიანი დააკავეს. ისინი თურქეთის სამხედრო ძალების მიერ სირიაში წარმოებულ ოპერაციებს სოციალური ქსელის საშუალებით აკრიტიკებდნენ. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულები სირიელი ქურთების ტერორისტული დაჯგუფების მხარდამჭერები არიან.

თურქი სამართალდამცავების განცხადებით, 28 დაკავებული “ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო. მათგან 6 პოლიციას თავად ჩაბარდა, 21 ოპერაციის შედეგად დააკავეს, ერთი კი ოპერაციის დროს დაიღუპა.

კომენტარები