ქრთამი

ქრთამის აღების ბრალდებით სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სააგენტოს ტანამშრომელი იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" სატენდერო კომისიის აპარატის წევრი იყო, ერთ-ერთ მეწარმეს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით, ქრთამის სახით ჯამში 2500 ლარი მოსთხოვა. აქედან 1000 ლარი ბრალდებულმა მეწარმეს წინასწარ გამოართვა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები