კალაძე: დაშავებულია 11 ადამიანი, დამნაშავე აუცილებლად დაისჯება

ტაბულა

ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანია დაშავებული. ეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა. მისი თქმით, კომპანიამ, რომელმაც მეტრო ვარკეთილში სამუშაოები ჩაატარა, იმუშავა მეტრო ახმეტელის რეაბილიტაციაზეც. კალაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნომრები მეტრო ახმეტელზე დღესვე შემოწმდება. 

"11 დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოებში. ველოდებით კრიმინალისტებს, რომ დაიწყოს შესწავლა, რა მოხდა რეალურად. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დიდი მნიშვნელობა დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე. სამუშაოები ამ კონკრეტულ ობიექტზე აგვისტოში დასრულდა და სექტემბერში იქნა მიღებული ექსპლუატაციაში. ამ კონკრეტულ კომპანიას სამუშაოები ჩატარებული აქვს მეტრო ახმეტელზე და დღესვე გადამოწმება, თუ როგორ არის სამუშაოები ჩატარებული, რომ ყველა უბედურება თავიდან იქნას აცილებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ კონკრეტულ ფაქტს რომ ზოგადად, მშენებლობებს, მის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. ამ კონკრეტულ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება. შემთხვევითი არ არის, რომ მე ყოველთვის მშენებლობის ხარისხზე და მის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, ძალიან მაკაცრი ვიქნებით და თავს არ დავუხრით ასეთ მდგომარეობას - თქვა კახა კალაძემ. 

ვარკეთილის მეტროში სარემონეტო სამუშაოები შ.პ.ს ყვარელრემმშენმა ჩაატარა. 

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. 

კომენტარები