მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, მგზავრებს ვერ ემსახურება ვარკეთილის მეტროსადგური

რუსთავი 2

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მგზავრებს ვერ ემსახურება მხოლოდ ვარკეთილის მეტროსადგური.

"მეტრო მუშაობს ჩვეულებრივად, გარდა ვარკეთილის მეტროსადგურისა. მეტროსადგური დღეის მდგომარეობით, მგზავრებს ვერ მიიღებს. როდისთვის აღდგება მეტრო ვარკეთილში მოძრაობა, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. როცა დასრულდება შესაბამისი ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, უკვე გვეცოდინება როდისთვის შეძლებს მეტროსადგური მგზავრების მიღებას. დღეის მდგომაროებით, მატარებლები მოძრაობენ მეტროსადგურ სამგორამდე", - უთხრეს ტაბულას კომპანიაში.

კომენტარები