წითელა

NCDC: 2018 წლის იანვარში წითელას 102 შემთხვევა მოხდა, რეკომენდაცია აცრაა

NCDC

საქართველოში წითელას შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. 2018 წლის იანვარში საქართველოში წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 86 - აჭარაში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა. მისი თქმით, ცენტრი ყველაფერს აკეთებს ეპიდემიური აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

"2017 წლის მეორე ნახევრიდან და 2018 წლის დასაწყისში აღინიშნება წითელას შემთხვევების ზრდის დინამიკა. იანვრის თვის განმავლობაში გვაქვს წითელას 102 შემთხვევა. 84% დაფიქსირებულია აჭარის რეგიონში. აქ უკვე თვეზე მეტია, მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები წითელის ეპიდაფეთქების შეჩერების მიზნით. 

გამყრელიის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, შემთხვევების გახშირების მიზეზი 2008 წელს აჭარაში ჩაშლილი იმუნიზაცია გახდა. 

"ეს გავრცელდება მთელ საქართველოში, თუ არ იქნებიან აცრილები. აცრა - სხვა რეკომენდაცია წითელაზე არ გვაქვს. ეს 2008 წელს იმუნიზაციის კამპანიის ჩაშლამ განაპირობა. ეს შედეგები გაგვყვება კიდევ დიდი ხანი", - ამბობს იმნაძე რუსთავი 2-თან. 

წითელა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით არის გადამდები. წითელას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. 

კომენტარები