ცხოველები

ძროხა ფერმიდან გაიქცა, რათა ბიზონებთან ერთად ეცხოვრა

Rafal Kowalczyk / Independent.com

2017 წლის ნოემბერს, პოლონეთში, ადამ ზბირიტმა 50 ბიზონთან ერთად ძროხა შენიშნა.

"გასაკვირი არ არის, როდესაც ბიზონებს ბიალოვიეზას ტყესთან ხედავ, მაგრამ ჩემი ყურადღება სხვა ცხოველმა მიიპყრო. ის იყო ღია ყავისფერი და სწორედ ეს განასხვავებდა ბიზონებისგან" - თქვა ზბირიტმა TVN24-თან საუბრისას.


ფოტო: Rafal Kowalczyk / Independent.com

ბიოლოგი და ბიზონების ექსპერტის რაფალ კოვალცისკის თქმით, ძროხა კარგად არის, მაგრამ ცხოველებისთვის ერთად ცხოვრება შესაძლებელია სახიფათო იყოს. იმ შემთხვევაში თუ ძროხა ბიზონთან შეჯვარდება, ის აუცილებლად მოკვდება, რადგან ცხოველების ჰიბრიდი უფრო დიდი იქნება, ვიდრე თვითონ ძროხა.

"კითხვა შემდეგში მდგომარეობს: როდესაც ზამთარი მორჩება, გაყვება თუ არა ძროხა ბიზონებს ტყეში. რაც უფრო მეტ დროს ატარებს ცხოველი ბიზონებთან, უფრო რისკის ქვეშ დგება მისი სიცოცხლე" - თქვა კოვალცისკმა.

კომენტარები