სურსათის ეროვნული სააგენტო

სეს: კახეთში ძაღლმა, რომელსაც ცოფი დაუდასტურდა, ადამიანები და ცხოველები დაკბინა

arynews.tv

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში უპატრონო ძაღლის მიერ ადამიანების და პირუტყვის დაკბენის შემთხვევა დაფიქსირდა.

"ფაქტის გამოვლენისთანავე ადგილზე გავიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარები. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იყო პათმასალა, რის შედეგადაც ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა რისკის ზონაში ჩაატარეს იძულებითი ვაქცინაცია და შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა ძაღლის მიერ დაკბენილი და კონტაქტირებული პირები, რომელთაც უტარდებათ ანტირაბიული ვაქცინაცია", - აცხადებენ უწყებაში. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია 298 734 ცხოველს ჩაუტარეს, მათ შორისაა 279 690 ძაღლი/კატა და 19 044 მსხვილფეხა პირუტყვი.

"ცოფი საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაკბენით, დადორბვლით ან დაკაწვრით. ცოფით ავადდება ადამიანიც. დროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია", - აცხადებენ სეს-ში.

კომენტარები