ვითარება გზებზე

ახალციხე-ნინოწმინდის და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალხიხე-ნინოწმინდისა და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. უწყება ამის მიზეზად ინტენსიურ თოვას ასახელებს.

"ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ112 მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ51-კმ96 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

კომენტარები