კალიფორნიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაიღუპა 3 ადამიანი.
პოლიციის განცხადებით ვერტმფრენში 4 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები იყვნენ, თუმცა არცერთი მათგანი არ დაშავებულა.
ვერტმფრენის გადარჩენილი მგზავრები და შემთხვევის შედეგად დაშავებული თვითმხილველები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.