ბიტკოინი

ისტორიული ტრანსფერი - საფეხბურთო კლუბმა ფეხბურთელის შესაძენად ბიტკოინი გამოიყენა

თურქულმა საფეხბურთო კლუბმა ჰარუნუსთაფორმა პირველად ისტორიაში ტრანსფერი ბიტკოინით განახორციელა. 

ჰარუნუსთაფორმა ფეხბურთელის ომერ ფარუკ კიროღლუს ყიდვისას 0.0524 ბიტკოინი (GEL 1 324.66) და 4 500 თურქული ლირა (GEL 2 993.44) გადაიხადა. 

ამ მომენტისთვის ერთი ბიტკოინის ფასი 8 104.01 ლარია. კლუბის პრეზიდენტი ჰალდუნ სეითი ამბობს, რომ ამაყობს ისტორიულ ტრანზაქციაში მონაწილეობით. 

"ეს პირველად მოხდა თურქეთში და მსოფლიოში. ჩვენ ამ მიღწევით ვამაყობთ და ვიცით, რომ ჩვენს მნიშვნელობას გაზრდის აქ (თურქეთში), საერთაშორისო დონეზე და კრიპტო საზოგადოებაში,"- აცხადებს კლუბის პრეზიდენტი.

კომენტარები