რუსთაველის გამზირი

კალაძე: რუსთაველის გამზირზე სასტუმროს აშენება არ იგეგმება, ნუ აყვებით ცრუ განგაშს

0 კომენტარი

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა და იქ ამ დროისთვის არაფრის მშენებლობა არ იგეგმება.

"არანაირი მშენებლობა არ იგეგმება და არც პროექტის შეთანხმება მომხდარა. რუსთაველის გამზირი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია თითოეული ჩვენგანისთვის, შესაბამისად, ასე ადვილად გადაწყვეტილების მიღება არ და ვერ მოხდება. თუ რაიმე პროექტის მშენებლობა დაიგეგმება, ეს გახდება საერთო განხილვის საგანი. ასე რომ, ცრუ განგაშს ნუ აყვებით,"- განაცხადა თბილისის მერმა. 

რუსთაველის 12-ში მდებარე კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის საკითხზე თბილისის არქიტექტურის სამსახურმა იმსჯელა და წინასწარი თანხმობა გასცა. პროექტის არქიტექტორი კი შალვა მიქელაძეა. 

"მიეცეს დადებითი შეფასება ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. N12-ში სასტუმროს ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხს" - წერია საბჭოს გადაწყვეტილებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები