თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ჰილტონი" იხსნება. სასტუმრო ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში განთავსდება. საინვესტიციო შეთანხმება Hilton Worldwide-სა და Granat Georgia-ს შორის 2016 წლის 2 ნოემბერს გაფორმდა. დღეს "ჰილტონის" მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე პრემიერმინისტრმა მემორანდუმს მოაწერა ხელი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე, შენობის გარეგანი ფასადი შენარჩუნებული იქნება.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სასტუმროს მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდება, ხოლო დასრულების შემდეგ კი, მისივე თქმით, 300-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა კოსტავას ქუჩის N41-ში 2019 წელს უნდა დასრულდეს, 2020-ში კი ექსპლუატაციაში შესვლაა დაგეგმილი. საინვესტიციო კომპანია 45 მილიონამდე ევროს ინვესტიციას განახორციელებას გეგმავს. ჰილტონ თბილისის მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია BBC იქნება, სამშენებლო პროცესს კი მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევს.
პროექტი საქართველოში Hilton Batumi-ს შემდეგ ამ ბრენდის მეორე სასტუმრო იქნება.
სასტუმრო ჰილტონი