სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში

მთავარი პროკურორი მზად არის, მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდეს

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზად არის, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდეს.

"მე, ზოგადად, ყველასთან მზად ვარ, შეხვედრა მქონდეს. ჩვენ ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ვატარებთ გამოძიებას გამჭვირვალედ. ოჯახსა და ოჯახის ადვოკატს აქვს სრული წვდომა გამოძიების მასალებთან და ისინი არიან ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ."- თქვა შოთაძემ.

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები