ბაგა-ბაღები

საბავშვო ბაღში 5 აღსაზრდელი ცუდად გახდა, სამი მათგანი საავადმყოფოშია

ტაბულა

თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღში 5 ბავშვი შეუძლოდ გახდა.

როგორც ტაბულას ბაღების სააგენტოში უთხრეს, "იმედი-ნაძალადევის" აღსაზრდელებს გულისრევა აღენიშნებოდათ, თუმცა უცნობია, ამის მიზეზი ვირუსია თუ მოწამვლა.

„სამი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი, ორი კი მშობლებმა სახლში წაიყვანეს. ექიმები დაზუსტებით ვერ ამბობენ მოწამლვაა თუ ვირუსული ინფექცია. გულისრევის გარდა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. არის ვარაუდი, რომ ბანანით მოიწამლნენ და გადატანილია ეს ბანანი ლაბორატორიაში, რათა დადგინდეს იყო თუ არა საშიში ჯანმრთელობისთვის“, - უთხრეს ტაბულას ბაღების სააგენტოში.

კომენტარები