დეპრესია

შეყვარებულისთვის დეპრესიის დასაძლევად შექმნილი სისტემა

0 კომენტარი
ფოტო: indy100.com

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად 300 მილიონი ადამიანი დეპრესიისგან იტანჯება.

როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს დეპრესიის დროს?

ბიჭმა შეყვარებულისთვის დეპრესიის დასაძლევად სისტემა შექმნა - მან ქილაში სხვადასხვა ფერის ჯოხები ჩაალაგა, რომლებზეც სასიყვარულო და მამოტივირებელი ფრაზები დააწერა. რამდენჯერაც მისი შეყვარებული თავს ცუდად იგრძნობდა, ერთი ჯოხი ქილიდან უნდა ამოეღო და წაეკითხა.

"ყველა კატეგორიას თავისი ფერი აქვს. მაგალითად, ნარინჯისფერი არის პოეტების, პოლიტიკოსებისა და ფილოსოფოსების ინსპირაციული გამონათქვამები. ყვითელი ფერზე არის პოზიტიური და შემახსენებელი ფრაზები, მაგალითად "მე შენ მიყვარხარ"ან "შენ ლამაზი ხარ". იასამნისფერი არის დასვენებისთვის განკუთვნილი ფრაზების ფერი" - დაწერა ბიჭმა Reddit-ზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები