მარტში საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტი იგეგმება

Reuters

"მარტში დაგეგმილია ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ახალ სტიმულს მისცემს ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას", - ამბობს ბელარუსში ვიზიტით მყოფი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

ბელარუსში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სხდომაში. ქუმსიშვილის განცხადებით, სავაჭრო ურთიერთობების გარღმავება ორივე ქვეყანაში შეუწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. 

2017 წლის სექტემბერში ლუკაშენკოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა. სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის "საქართველოში ჩასმოსვლაზე ყოველთვის ოცნებობდა".

ლუკაშენკო საქართველოში 2015 წლის 23 აპრილს იმყოფებოდა. 

ლუკაშენკოს ადამიანის უფლებათა დარევების, ძალაუფლების უზურპაციისა და ოპოზიციის დევნისთვის "ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოიხსენიებენ."

ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს.

კომენტარები