აშშ-რუსეთი

აშშ-ის "კრემლის სიის" საიდუმლო ნაწილი შესაძლოა სხვა სახელებს და სანქციებს შეიცავდეს

express.co.uk

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 29 იანვარს ე.წ. კრემლის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირების სახელებია შეტანილი. სიაში რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნები და 96 ოლიგარქია შესული. სამინისტრომ განმარტა, რომ ეს ახალი სანქციების სია არ არის და ასევე განაცხადა, რომ კონგრესს მეორე ანგარიშიც მიაწოდეს, რომლის შინაარსი არ საჯაროვდება, თუმცა შესაძლოა სხვა სახელებს და სანქციებსაც შეიცავდეს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა შავ სიაში შეყვანილ რუსულ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის კომპანიებისა და ქვეყნებისათვის სანქციების დაწესებაზე. ადმინისტრაციას კანონი ავალდებულებდა ორშაბათამდე დაესახელებინა ინდივიდები და კომპანიები, რომლებზეც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის, ადამიანის უფლებების დარღვევის და ყირიმის ანექსიის გამო შესაძლო სანქციები გავრცელდებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მთავრობები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გააფრთხილოს, რომ სიაში შეყვანილ რუსულ ორგანიზაციებთან ტრანზაქციები მათზე სანქციების გავრცელებას გამოიწვევს.

გავრცელებული ცნობით სია თავდაპირველად იმ მთავარ პოლიტიკური ფიგურების და ოლიგარქების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეიცავდა, ვინც რუსეთის მთავრობასთან იყო დაახლოებული და ამასთანავე შეფასებული იყო ამ ინდივიდების ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტთან და მმართველ ელიტასთან და აღნიშნული იყო კორუფციაში მათი სავარაუდო გარევის ფაქტები.

"კრემლის სიის" მიზანი იმ ინდივიდების იდენტიფიცირება იყო, ვინც ქონება კრემლთან უკანონო კავშირებით შეიძინა, თუმცა კონგრესისათვის წარდგენამდე ეს ანგარიში რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნების და ოლიგარქების სიით შეიცვალა. უცნობია ვინ შეცვალა ანგარიში. კრიტიკოსებმა ახალ ანგარიშს კრემლის სატელეფონო წიგნაკის ამონარიდი უწოდეს.

ასევე ვრცელდება ცნობები იმის თაობაზეც, რომ ანგარიში ის ნაწილი, რომელიც არ საჯაროვდება შესაძლოა სხვა სახელებს და სტივ მნუჩინის განცხადებით ანგარიშიდან გამომდინარე სანქციები დაწესდება.

"კრემლის სიის" გამოქვეყნების შემდეგ რუსეთმა აშშ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირების სიის გამოქვეყნება 18 მარტს დაგეგმილ არჩევნებზე გავლენის მოხდენის "პირდაპირი და აშკარა მცდელობაა." "ჩვენ არ ვეთანხმებით ამას და გვჯერა, რომ ამ მცდელობას არავითარი გავლენა არ ექნება" თქვა მან. 

კომენტარები