ვითარება გზებზე

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის, ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ30-კმ96 (ბორჯომი-ვალეს საზღვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ უწყებაში.

ინტენსიური თოვის გამო, დღეს დილით, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ30-კმ96 მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

კომენტარები