ბიტკოინი

გიორგი მღებრიშვილს $114,816-ის ღირებულების ბიტკოინი ეკუთვნის

ტაბულა

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს 12 ბიტკოინი ეკუთვნის, რომელთა ღირებულებაც ახლა $114,816 დოლარია. ახლა ერთი ბიტკოინი $9,568 დოლარი ღირს.

მღებრიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან ბიტკოინი 2017 წელს მაშინ იყიდა, როდესაც ერთი ბიტკოინი $870 დოლარი ღირდა. შესადამისად, მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრის ინვესტიცია წარმატებული აღმოჩნდა. 

თუმცა, მინისტრის ქონება მაქსიმალური 2017 წლის 17 დეკემბერს იყო, როდესაც ერთი ბიტკოინი $19,891 დოლარი ღირდა. მაშინ 12 ბიტკოინის ფასი $238,692 იყო.

მღებრიშვილი ახლა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარეა. 

კომენტარები