საზოგადოებრივი მაუწყებელი

აუდიტის სამსახურმა საზმაუში არსებულ დარღვევაზე პროკურატურას აცნობა

ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ფინანსურ დარღვევაზე პროკურატურას მიმართა. საუბარია 2016 წელს არხის სამეურვეო საბჭოს წევრის ჰონორარზე, რომელიც 12 ათასი ლარის მეტობით გაიცა. უწყების განმარტებით აღნიშნული თანხა უკან, ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს განესაზღვრათ უფლებამოსილების ვადები.

სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზედმეტად გადახდილი ჰონორარი, ექვემდებარება ბიუჯეტში უკან დაბრუნებას", - წერია აუდიტის ანგარიშში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა არხში გიორგი ბარათაშვილის დირექტორობის პერიოდს ეხება.

კომენტარები