აშშ-რუსეთი

რუსეთი: აშშ რუსებზე "ნადირობს", მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ მოგზაურობისაგან

mid.ru

რუსეთმა საკუთარ მოქალაქეებს მოგზაურობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა, რადგან მათი თქმით აშშ მსოფლიოს გარშემო რუსების დასაკავებლად ნადირობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის მიერ ამ ქვეყნებისათვის მათი დაკავების და ექსტრადირების მოთხოვნის საფრთხის ქვეშ არიან.

"თანამშრომლობის გაუმჯობესებისაკენ ჩვენი მოწოდებების მიუხედავად აშშ-ის სპეციალური უწყებები ეფექტურად აგრძელებენ მსოფლიოს გარშემო რუსებზე "ნადირობას". ამ პირობების გათვალისწინებით ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მოქალაქეებს ფრთხილად აწონ-დაწონონ საზღვარგარეთ გამგზავრების რისკები." ნათქვამია გაფრთხილებაში.

განცხადების მიხედვით 2017 წელს აშშ-მა სხვადასხვა ქვეყანაში 10 რუსეთის მოქალაქე დააკავა.

ესპანეთში, ლატვიაში და საბერძნეთში დაკავებულ პირებს ბრალად კიბერ-დანაშაული ედებათ.

განცხადება რუსეთის მოქალაქეებს იმის შესახებაც აფრთხილებს, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მათ აშშ-ის სასამართლო მიკერძოებულად მოექცევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები