ატომური ენერგია

ევროკავშირი სომხეთს ატომური ელექტროსადგურის დახურვისკენ მოუწოდებს

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

ევროკავშირი სომხეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მეწამორის ელექტროსადგურის ეტაპობრივი დახურვისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის შეფასებით, საბჭოთა დროს აგებულ სადგურს მოდიფიცირების შემთხვევაშიც არ შეუძლია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები დააკმაყოფილოს.

ერევანში 30-31 იანვარს ევროკავშირის წარმომადგენელმა დირკ ლორენცმა გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებზე გამართა სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრაზე მეწამორის ელექტროსადგურის შესახებაც ისაუბრეს.

ის რომ სადგური უნდა დაიხუროს ევროკომისიის ანგარიშშიც არის ნათქვამი. 2017 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია:

"სადგურის ექსპლოატაციის შეჩერებისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის შესახებ უნდა შედგეს დოკუემნტი, რომელშიც გაწერილი იქნება შესასრულებელი სამუშაოების ვადები. სადგურის შეჩერება მოხდება მის მიერ გამომუშავებული ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამონახვით, რაც სომხეთის რესპუბლიკის ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით მოხდება", - წერია დოკუმენტში.

მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1969 წელს დაიწყო. ობიექტის პირველი რეაქტორი 1976 წელს ამუშავდა, მისი სიმძლავრე 408 მეგავატია. სადგურის მეორე რეაქტორი კი 1980 წელს ამუშავდა, მისი სიმძლავრეც 408 მეგავატია.

1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთში, ქალაქ სპიტაკში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რის გამოც მთავრობამ ატომური ელექტროსადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

1995 წელს სომხეთში არსებული ენერგოკრიზისის საპასუხოდ ქვეყანამ სადგურის ხელახალი გახსნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 

ატომურ სადგურზე სომხეთის ენერგომოხმარების 40% მოდის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები